1. პროექტის სახელი: თოჯინები იცინიან
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: შეისწავლონ თოჯინების წარმოშობის ისტორია, გაეცნონ თოჯინების დამზადების ქარტულ ტრადიციულ ხელსაქმეს ქვილთს
3. პროექტის სრული აღწერა:რადგან თოჯინას ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და იგი წარმოადგენს სერიოზულ შუამავალს ბავშვსა და გარემოს შორის, კარგი იქნება თუ თითოეულ ბავშვს ეცოდინება მისი წარმოშობის ისტორია,მათი შექმნის თავისებურებები. თოჯინა წაროადგენს ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას, ის კაცობრიობის განვითარების სარკეც კი არის, ამიტომ ამ პროექტის საშუალებით ბავშვებს მიეცემათ საშუალება შეისწავლონ თოჯინების დამზადების ქართული ტრადიციული ხელსაქმე ქვილთი. მოიძიებენ არქიოლოგიური კვლევების შედეგებს, ლექსებს, სიმღერებს, ვიდეომასალებს, კინოფილმებს, თქმულებებს თოჯინებზე, ესტუმრებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, ძველი მაცხოვრებლებისგან მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ტრადიციული თოჯინების და მათი დამზადების თავისებურებების შესახებ, თავისი ხელით შექმნიან აპლიკაციებს, ჩანახატებს, თოჯინებს. მოაწყობენ გამოფენებს, ჩაატარებენ თოჯინების თეატრს.
4. მონაწილეთა ასაკი: 6-14 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2010.10-2011.10
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება ლიტერატურული საშუალებების და ისტ-ის გამოყენებით,ჩანახატების გაკეთება,თოჯინების დამზადება, გამოფენის მოწყობა, თოჯინების თეატრის ჩატარება
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:აპლიკაციები, ჩანახატები, თოჯინები
8. სარგებელი სხვებისათვის: პროექტის მონაწილეები დაინტერესდებიან და სხვებსაც დააინტერესებენ მოძიებული ინფორმაციით,ეცდებიან ყურადღება მიაქციონ და არ დაივიწყონ ქართული ტრადიციული კულტურა.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული,ბუნება,ხელოვნება,მუსიკა.
12. პროექტის ფასილიტატორი:ირმა მამრიკიშვილი
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:i.mamrikishvili@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://imamrikishvili.blogspot.com/